ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა - bbcnews.ge
შემთხვევა

ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. იგი ინფექციურ საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა. წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „პაციენტს ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ივნისს დაუდასტურდა და გუშინ, 10 ივნისს გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცია, რომელიც ინფექციურ პათოლოგიის ცენტრში გადიოდა მკურნალობას“,- გვითხრეს ცენტრში.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ლაბორატორიულად დადასტურებული წელს მესამე შემთხვევაა. გასულ აპრილში სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგო 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. იგი თავს კარგად გრძნობს.  მაისში კი სოფელ რუსთავში

Back to top button