"პირველად მოვამზადე ამ რეცეპტით და ისეთი გემრიელი გამოვიდა, ვერც წარმოვიდგენდი!" - ღუმელში შემწვარი ორაგულის რეცეპტი - bbcnews.ge
კულინარია

“პირველად მოვამზადე ამ რეცეპტით და ისეთი გემრიელი გამოვიდა, ვერც წარმოვიდგენდი!” – ღუმელში შემწვარი ორაგულის რეცეპტი

ინგრედიენტები

სეზამის მარცვლები

ორაგული – 700 ან 800 გ (თავისი კანით)

დანაყილი ნიორი – 2 კბილი

ზეთი – 1 სკ

ბრინჯის ძმარი – 0.3 ჭიქა (ან ვაშლის ძმარი)

პილპილის მარცვლების მიქსი – 2 ჩკ

სოიოს სოუსი

მარილი

მწვანე ხახვი

მომზადების წესი

თევზის ფილე 4 ნაწილად დავჭრათ. ძმარი, ზეთი, მარილი, ნიორი და პილპილის მარცვლები ერთად ავურიოთ, წავუსვათ თევზის ნაჭრებს და ასე ამასობაში გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. თევზი დავდოთ თუნუქის ფურცელზე კანით ქვემოთ და შევდგათ ღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში. მზა კერძს მოვაყაროთ მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები. ძალიან უხდება სოიის სოუსი

წყარო: gemrielia.ge

Back to top button