
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი მეუღლე გაიტაცეს და ვიდეოს ჩაწერა ისე აიძულეს.
საუბარია, კოტე იოსელიანის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეო, სადაც იგი მეორედ უხდის ბოდიშს ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო.
ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.
“მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბაშვების უსაფრთხოებით“,-ამბობს ბოკუჩავა.
საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის, თითქოს, ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვცხოვრობთ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, ისინი თავს დაესხნენ, მაგრამ მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება ვერ შეძლეს, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები და ხელებშეკრული და თვალებახვეული გაიტაცეს უცნობი მიამრთულებნით. ზუსტი ლოკაციის დადგენა, მისი გატაცების, შეუძლებელია, რადგან ის იყო თვალებახვეული, თუმცა, დისტანციიდან და ტარექტორიიდან გამომდინარე, ის გაიტაცეს და შემდეგ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში, გამტაცებლების, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს მათ შორის ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას, მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბაშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმის, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას პირად ტელეფონთან წვდომას არ აძლევდნენ.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გააკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ გაკეთებული განცხადებიდან სამ დღეში მოიხდა ბოდიში. კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ეს არის მხოლოდ საბაბი, რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება, და გაჩუმება. ახლა მინდა, გარკვევით ვთქვა, ივანიშვილის, მისი ოჯახის ყველა წევრი, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც, როგორც მეუბნებიან, როცა მე აშშ პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, მერაბვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყევლას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბროძლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის.
ჩათვალეს, რომ ვერ მიჭერენ და ჩემი ოჯახით გადაწყვიტეს ჩემი გაჩუმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს.
და აქვე ვიტყვი – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება – ეს არის თავის და ხალხის მოტყუება და აქაც უნდა ითქვას სიმართლე – ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში.
მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი.
იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, ივანიშვილთან ასეთ გარიგებაზე არ წავლენ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული სიტყვა. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, – ამბობს ბოკუჩავა.