"მის ეკვადორი" ქორწილამადე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა - bbcnews.ge
მსოფლიო

“მის ეკვადორი” ქორწილამადე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა

მოდელი და „მის სამყაროს” კონკურსანტი ეკვადორიდან მარია არგუელო 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება The Daily Mail-ი.
არგუელოს გარდაცვალება კონკურსის ორგანიზატორებმა დაადასტურეს. მოდელის გარდაცვალების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.ოჯახიც დუმილს ამჯობინებს.

„ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას მის ოჯახს და ახლობლებს ამ სამწუხარო დროს. მისი ხსოვნა მუდამ ჩვენში დარჩება“, – განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.

Univision-ის ცნობით, მოდელი ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა.არგუელო 2024 წლის კონკურსზე ეკვადორის დედაქალაქ კიტოს წარმოადგენდა და ნახევარფინალამდე მიაღწია. „მის სამყარო ეკვადორის“ გამარჯვებული ქვეყანას საერთაშორისო „მის სამყაროზე“ წარმოადგენს.

The Daily Mail-ის ცნობით, 2024 წლის 30 ივნისს, სილამაზის კონკურსში მონაწილეობამდე სამი კვირით ადრე, მოდელმა სამედიცინო ხარისხი დაიცვა.

არგუელომ სამედიცინო კარიერა ვოლონტიორობას შეუთავსა. როგორც ფონდი “Reina de Quito“-ს მოხალისე, ის დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა.

მოდელის გარდაცვალებას მისი მეგობარი, მარია ტოპიკი გამოეხმაურა, რომელიც საბოლოოდ ეროვნული „მის სამყაროს“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.„დღეს სამოთხემ იპოვა ლამაზი სული. გული მწყდება შენი წასვლის გამო, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთს ჩახუტებული ჰყავხარ“, – წერს ტოპიკი.


Back to top button