მხოლოდ გამარჯვება არა – მერაბ დვალიშვილმა ო’მალიზე გამარჯვებით სოლიდური თანხაც მოიპოვა - bbcnews.ge
სპორტი

მხოლოდ გამარჯვება არა – მერაბ დვალიშვილმა ო’მალიზე გამარჯვებით სოლიდური თანხაც მოიპოვა

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა – ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.

უცხოური გამოცემა Marca წერს, რომ მერბმა ამ გამარჯვებით 1 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა, რასაც სხვადასხვა სახის ბონუსებიც დაემატება.

UFC-ს ორგანიზატორებმა მისი ასპარეზობა საღამოს საუკეთესო გამოსვლად შეფასეს და ის დამატებით 50 000 დოლარს მიიღებს.

დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. 34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.

ორთაბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა

Back to top button