
როგორც აღმოჩნდა, ადამიანთან 90% მაღაზიაში ნაყიდ უმ ქათამს მომზადებამდე რეცხავს. უნდა მოვიქცეთ თუ არა ასე?
უმ ქათამში დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიაა, ძირითადად კამპილობაქტერიები და სალმონელა – საჭმლით მოწამვლის ორი მთავარი მიზეზი. ამიტომ, ლოგიკურია, თუ ვიფიქრებთ, რომ მომზადებამდე ნაყიდი ქათამი აუცილებლად უნდა გავრეცხოთ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის!
უმი ქათმის მომზადებამდე გარეცხვა ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გავრცელებას როგორც ხორცის მთელ ზედაპირზე, ასევე ნიჟარაზე და მაგიდაზე
ჯენიფერ კვინლანი, დრეკსელის უნივერსიტეტის მკვლევარი, მონაწილეობდა ამ თემასთან დაკავშირებულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაკვეთით. კვინლანი აცხადებს, რომ გამოკითხვის მონაცემებით, მომხმარებელთა 90% რეცხავს ნაყიდ უმ ქათამს. მკვლევარი განმარტავს:
“ეს არ აშორებს ბაქტერიებს და არც სპობს მათ. სამაგიეროდ, არის რისკი ამ ბატერიების გავრცელების, რასაც აეროზოლიზაცია ეწოდება”.