რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანები, რომლებიც წლების წინ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილებზე გათხოვდნენ – დანგრეული ქორწინება და ახალი ცხოვრება
რას საქმიანობენ მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ბიძაშვილები, რომლებმაც წლების წინ ქართველ ლამაზმანებზე იქორწინეს – “ერთ-ერთის შვილის ნათლია მიშა იყო”
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მისი ბიძის, თემურ ალასანიას, და ბიძაშვილების, ნიკასა და გიორგის, პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მათი ქორწინებები, განქორწინებები და ხელმეორე დაოჯახებები ქართულ მედიაში არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

საქართველოში პოპულარული ოჯახის შვილმა სამშობლო და საკუთარი საქმე დატოვა და მეუღლეს ამერიკა გაჰყვა. რამდენიმე წლის თანაცხოვრებისა და ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ლიკა 2017 წელს საქართველოში დაბრუნდა. მოგვიანებით, “სითის” ინტერვიუში წყვილის დაშორების მიზეზებზე საუბრისას ლიკამ თქვა:
“ჩვენს ცხოვრებაში ეს ეტაპიც დასრულდა. ის, რასაც გრძნობას ვეძახით, გაქრა”.
2013 წელს, ნიკას ძმის გიორგი ალასანიას ქორწილი გაიმართა. მისი რჩეული ასევე ცნობილი ოჯახის შვილი – ელენე დუმბაძე გახდა. მილიარდერ დავით დუმბაძის ქალიშვილისა და ექსპრეზიდენტის ბიძაშვილის ქორწილი პრესის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.
“ელენე ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდება. იცვამს “შანელის”, “ივ სენ ლორანის” და სხვა მაღალი კლასის ბრენდების სამოსს. “გიჟდება” “შანელის” ჩანთებზე. როგორც ამბობენ, ელენეს ჯგუფელები პარიზში ძირითადად მდიდარი ოჯახის შვილები და არაბი შეიხების ასევე მდიდარი მემკვიდრეები იყვნენ. როგორც ელენეს ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, ერთ-ერთი შეიხის შვილი ელენეზე შეყვარებულიც ყოფილა და ცოლობასაც სთხოვდა. “ყველას გვეგონა და ველოდით, რომ ელენე მას გაჰყვებოდა ცოლად, მაგრამ ალბათ ოჯახმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობდა მაშინ ელენეს ერთ-ერთი დაქალი მედიასთან.