
“2010 წელს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის სარეკლამო თანხისთვის ნაციონალური მოძრაობა რომ ბიზნესს ატერორებდა, ეს ალბათ ბევრმა არ იცოდით…”, – ამის შესახებ ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
“ჰოდა, ახლა იცოდეთ – დროების მედროვე ედითორის, გიორგი თარგამაძის ცოდვებს ისიც დაემატა, რომ უკვე დეკლარირებულად ნაციონალური მოძრაობის ნაწილია და 2010 წელსაც მის პოლიტიკაში ყოფნას ნაციონალური მოძრაობა აფინანსებდა”, – წერს წილოსანი.
დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ 2010 წელს ფინანსურმა პოლიციამ გიორგი თარგამაძის პარტია “ქრისტიან-დემოკრატებისთვის” საეთერო დროის ყიდვა მოსთხოვა.