
მარნეულის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
რა გახდა სროლის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს