“მანქანა მდინარეში არ ჩაიძირა, ვიღაცამ ნახა დილით და ასე იპოვეს ცხედარი… ბესო პატიოსნად შრომობდა” – რას ჰყვებიან აჭარაში მოკლულ ბიჭზე - bbcnews.ge
საზოგადოება

“მანქანა მდინარეში არ ჩაიძირა, ვიღაცამ ნახა დილით და ასე იპოვეს ცხედარი… ბესო პატიოსნად შრომობდა” – რას ჰყვებიან აჭარაში მოკლულ ბიჭზე

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან 30 წლის ბესო ბოლ­ქვა­ძე სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მოკ­ლუ­ლი ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ფელ ერ­გე­დან იყო.

  • ახ­ლობ­ლებს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირთ და მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ – თუ რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მოკ­ლულს ჰქონ­და კა­ტე­რი, რი­თაც ტუ­რის­ტებს მდი­ნა­რე­ში ასე­ირ­ნებ­და და ლა­მაზ ბუ­ნე­ბას ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­და.

თურ­მე, ღა­მით იქვე, მან­ქა­ნა­ში ეძი­ნა, რად­გან ღა­მი­თაც ასე­ირ­ნებ­და ხოლ­მე. რო­გორც ჩანს, წუ­ხე­ლაც იქ დარ­ჩა და გვი­ან მოკ­ლეს… რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და თუ არა და უძღო­და თუ არა ამ ფაქტს შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ სა­უბ­რობს.

ბესო ბოლ­ქვა­ძე

“ჰე­სის­თვის არის წყა­ლი და­გუ­ბე­ბუ­ლი და აქ ად­გი­ლობ­რი­ვებს მდი­ნა­რე­ში სა­სე­ირ­ნო აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ საქ­მით იყო ბესო და­კა­ვე­ბუ­ლი, თა­ვი­სი კა­ტე­რი ჰყავ­და და მსურ­ვე­ლებს ასე­ირ­ნებ­და. მერე, ღა­მეც იქ რჩე­ბო­და. წუ­ხელ არის მოკ­ლუ­ლი და რა­ტომ მოკ­ლეს, არა­ფე­რი ვი­ცით

ახლა გა­ვი­გე ამ უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ბესო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, შრო­მობ­და პა­ტი­ოს­ნად, კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო და ვინ გა­ი­მე­ტა სა­სიკ­ვდი­ლოდ, არ ვიცი…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Back to top button