
რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე, ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.
დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.