ხომ არ დაიჯერებთ? – ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება ახალ სიმაღლეზეა - bbcnews.ge
სპორტი

ხომ არ დაიჯერებთ? – ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება ახალ სიმაღლეზეა

საქართველოს ნაკრებისა და “პარის სენ-ჟერმენის” შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას საუცხოო სეზონი გამოუვიდა, სეზონის პირველი ნახევარი იტალიურ “ნაპოლიში” გაატარა, სადაც 17 შეხვედრაში 8 საგოლე აქტივობა დაუგროვდა, ხოლო “პსჟ”-ს რიგებში ქართველმა 7 საგოლე მოქმედება შეასრულა, მათ შორის გოლი გაიტანა ლიგის ფინალშიც.



შედეგად სატრანსფერო პორტალმა Transfermarkt-მა პარიზული კლუბის ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა, ცვლილება კი შეეხო ხვიცა კვარაცხელიასაც, რომლის ღირებულებაც ფინალური მატჩის შემდგომ 80 მილიონიდან 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც “პსჟ”-ს რიგებში უმაღლესი საზიარო მაჩვენებელია. ხვიჩასთან ერთად 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა უსმან დემბელესა და დეზირე დუეს ფასებიც.

ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ “ლიონის” ქართველ შემტევის გიორგი მიქაუტაძის ღირებულება, რომელიც აქამდე 20 მილიონ ევროს შეადგენდა, ორი მილიონით გაიზარდა და ახლა 22 მილიონ ევროს შეადგენს.



აქამდე კვარაცხელიას ღირებულების მაქსიმალური ფასი 85 მილიონს შეადგენდა, როდესაც “ნაპოლისთან” ერთად 2023 წელს იტალიის სერია ა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” ერთად სკუდეტო, ხოლო “პსჟ”-სთან ერთად ტრებლი შეასრულა და სეზონი ოთხი მოგებული ტიტულით დაასრულა.

Back to top button