
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული სომეხი ბიჭი – მარტინ გუიუმჯიანის შესახებ მოამზადა სიუჟეტი.
როგორც იგი საუბრობს, საქართველო მისთვის მეორე სახლია.
„ჩემთვის საქართველო მეორე სამშობლოა, მეორე სახლი. ჩვენ უძველესი ხალხი ვართ – სომხები და ქართველები, ჩვენ ვართ – კავკასიელი ძმები და ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან.
2002 წლიდან ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში ოჯახთან ერთად და სხვადასხვა ადგილას დავდივართ. ძალიან კარგი ბუნება გაქვთ, ასევე კერძები და აქ საოცარი ხალხია“, – ამბობს მარტინ გუიუმჯიანი.