
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ანი პირტახიაა. ფოტოებს ჯვრისწერის ცერემონიიდან გოგონას მეგობრების და ოჯახის წევრები აქვეყნებენ.
როგორც გოგონას სოციალური ქსელიდან ირკვევა, ის ეროვნულ სასახლეში მუშაობს, მანამდე კი აჭარის ტელევიზიაში იყო დასაქმებული ჟურნალისტად. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ მოგზაურობიდან გადაღებულ ფოტოებს.
რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, საფეხბურთო კლუბ კრაიოვას „უნივერსიტატეას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველია. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. „დინამოს“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის პირველობის, თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ჩათვლით სულ 113 მატჩში (13 გოლი) მიიღო მონაწილეობა. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა და ერთხელ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.
ახალგაზრდა ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად გუნდში პირველად ჩისკო მუნიოსის დროს მოხვდა. თუმცა მისი დებიუტი კახა ჩხეტიანის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში შედგა. როტაციის ფეხბურთელობიდან ძირითადის წევრობასა და გუნდის ვიცე-კაპიტნობამდე გზა მექვაბიშვილმა არასრულ ორ წელიწადში გაიარა. კითხვის გაგრძელება