ძალიან დიდი მატჩის დღე - გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ცნობილია - bbcnews.ge
სპორტი

ძალიან დიდი მატჩის დღე – გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ევროპული საკლუბო ფეხბურთის გვირგვინს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, განსაკუთრებულად ველით. ხვიჩა კვარცხელიას პსჟ “ინტერის” წინააღმდეგ – დღეს, 31 მაისს, 23:00 საათზე.

პარიზელები ტიტულის პირველად დაუფლებას ეცდებიან, მილანელებმა კი გადამწყვეტი დაპირისპირება 2 წლის წინ დათმეს და მისი გამოსწორება სურთ.

ფინალში ორი სხვადასხვა სტილის გუნდი შეხვდება და რთულია თქმა, რომელი აჯობებს. პსჟს თავისუფალი, ექსპანსიური ფეხბურთი სასიამოვნოა, ხოლო “ინტერის” ელეგანტურობამა და ტაქტიკურმა სიჯიუტემ გზიდან გრანდები ჩამოიცილა.

მაშინ, როცა პარიზელებს საუკეთესო 24-ში მოხვედრა უჭირდათ, ეს ამბავი წარმოიდგენლად ჩანს. როგორ გინდა, ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი არ გამოყო. რაც შეეხებათ სიმონე ინძაგის ბიჭებს, ისინი ამ წელს მხოლოდ ერთადერთ ტიტულს თუ მოიპოვებენ.

ლუის ენრიკეს გუნდმა ინგლისურ მეტოქეებთან დიდი გამძლეობა გვაჩვენა. “მარსელის” შემდეგ ფრანგულ კლუბებს ეს ტურნირი არ მოუგიათ. მაშინ ფინალში “მილანი” დამარცხდა. პარიზულმა კლუბმა ვარსკვლავებით მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა, მოტივირებული ახალგაზრდებით, ზეიმის იმედი აქვს. მათ სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ მიუნხენში ჩატარებულ 4 ფინალში ისეთმა გუნდმა მოიგო, მათთვის ეს პირველი რომ იყო – “ნოტინგემი”, “მარსელი”, “დორტმუნდი” და “ჩელსი”.

ენრიკეს მთავარი საფიქრალი ისაა, სასტარტოში ბარკოლა დააყენოს თუ დუე და შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ძირითადად მარცხნიდან ვნახავთ თუ მარჯვნიდან; ლაუტარო მარტინესს “ბარსელონას” შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ ის მზად იქნება. შეხვედრას რუმინელი კოვაჩსი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, რუიზი, ნევეში – კვარაცხელია, დემბელე, დუე(ან ბარკოლა);

ინტერი: ზომერი – ბისეკი, აჩერბი, ბასტონი – დუმფრისი, ბარელა, ჩალხანოღლუ, მხითარიანი, დი მარკო – ტურამი, მარტინესი.

Back to top button