ის სრულყოფილია, საკუთარ თავს ყოველთვის სჯობნის... - პსჟ ყოფილი მწვრთნელი - bbcnews.ge
სპორტი

ის სრულყოფილია, საკუთარ თავს ყოველთვის სჯობნის… – პსჟ ყოფილი მწვრთნელი

ორი საათი გადამწყვეტ მატჩამდე – 5 წლის შემდეგ , “პარი სენ-ჟერმენი” ისევ მიუნხენში და ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ახლა “ალიანც არენისკენ” არის მიპყრობილი.

პსჟ-სთვის ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფინალია, – პირველი “ალიანც არენას” მასპინძელ გუნდთან, მიუნხენის “ბაიერნთან” 5 წლის წინ წააგო. ფრანგების ყველაზე ტიტულიანი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვისთვის ემზადება. ემზადება ხვიჩა კვარაცხელიაც, – ბიჭი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა.

ხვიჩა კვარაცხელია, “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიური კომენტარის დროს, ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და პსჟ-ის ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ფერნანდეს ტოლედომ შეაფასა.

“კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას ისეთი მენტალიტეტი აქვს, რომელიც მოედანზე ბევრი დადებითისა და პოზიტიურის გაკეთების საშუალებას აძლევს, ის ბევრ რამეს ახერხებს. მე მომწონდა კვარაცხელია “ნაპოლიშიც”, როდესაც ჩემპიონი გახდა, ამიტომ კვარაცხელია მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ფეხბურთელი, რომელმაც აუცილებლად დიდ წარმატებებს უნდა მიაღწიოს, ის სრულყოფილია, საკუთარ თავს ყოველთვის სჯობნის, ეს კი შესანიშნავია,” – აცხადებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი.

Back to top button