
პოლიტიკოსისთვის პოლიტიკური იმიჯის შემადგენელი ნაწილია ოჯახი და არჩევნების წინ თუ ზოგადად პოლიტიკური აქტივობის დროს, ისინი ხშირად ჩნდებიან მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, თუმცა ზოგიერთს ურჩევნია პირადი ცხოვრება საზოგადოების წინაშე ნაკლებად წარმოაჩნოს.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მაინც აინტერესებს ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი პოლიტიკოსების ცოლები, გთავაზობთ რამდენიმე მათგანზე ინფორმაციას:
ირინე კილოსანიძე – პოლიტიკოს ალექსანდრე ელისაშვილის მეუღლე
ალეკო ელისაშვილს ჰყავს მეუღლე ირინა კილოსანიძე და ორი ვაჟი, ერეკლე და ალექსანდრე. პოლიტიკოსი მეუღლეს ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებს. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ “მეცხრე არხზე“ გაიცნო. ალეკო ჟურნალისტი იყო, ირინე – პროდიუსერი. ამბობს, რომ მომავალმა მეუღლემ თვალებით მოხიბლა. მას შემდეგ კი, რაც ტელევიზია დაიხურა, ორ თვეში ჯვარი დაიწერეს.

“ირინე რომ არ იყოს ჩემთან ერთად, ბევრ რამეს ვერაფრით გავუძლებდი. ვიღაცეებს უთქვამთ, ელისაშვილს ამის ზურგი აქვს, იმის ზურგი აქვსო – ადრე, როცა სააკაშვილის გუნდს ვუპირისპირდებოდი, უთქვამთ, მერაბიშვილის ზურგი აქვსო, ახლა თქვეს, ბიძინას ზურგი აქვსო, სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც. სახლში მაქვს სრული სამოთხე…“ – აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში ალეკო ელისაშვილი.
პოლიტიკოსის მიერ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხლობთ, რომ ირინე კილოსანიძე ერთ-ერთი სადიბუსტრიციო კომპანიის დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიელია.
მარიკა ფანცულაია – ექსპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეუღლე
გიორგი გახარიას მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა, რომელიც პროფესიით ექიმ-ბაქტეროლოგია. მიუხედავად მისი მეუღლის პოპულარობისა, ის პრაქტიკულად, კამერების წინ გამოჩენას და საჯაროდ საუბარს ერიდება. როგორც ჩანს, ექსპრემიერის მეუღლის ინტერესში თვითპიარი და საზოგადოებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენა არ შედის. გიორგი გახარიასა და მარიკა ფანცულაიას ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავთ.

ირინა ხიდაშელი – მამუკა ხაზარაძის მეუღლე
საზოგადოებრივ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც წარმატებული ბიზნესაქმიანობიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, 5 შვილი – ანა, ელენე, სოფო, ნიკა და იოანე ჰყავს. მისი მეუღლე, 1967 წლის 5 აგვისტოს დაბადებული, თანაკლასელი ირინა ხიდაშელია…წაიკითხეთ სრულად