გიორგი ვოლსკი ნიკა მელიას დაკავებაზე: ცდილობს ამ სიტუაციიდან რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს - bbcnews.ge
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნიკა მელიას დაკავებაზე: ცდილობს ამ სიტუაციიდან რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას ნიკა მელიას დაკავების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ე.წ. ოპოზიცია დღეს უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი თქმით, საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა, მათ შორის – სპეციალური საპარლამენტო კომისიის საქმიანობის გარშემო

„მელიამ საპარლამენტო კომისიაზე მოუსვლელობა უნდა დაახასიათოს როგორც მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა. ეს შეგინებაც მე ვფიქრობ, რომ განზრახ არის ჩადებული მის ქმედებაში და როდესაც პასუხები არ არის კითხვაზე, ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც იბარებენ და არ მიდის, ურჩევნია, რომ იყოს ამ მდგომარეობაში. ცდილობს აქედან იქნებ რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Back to top button