ნიკა მელია დააკავეს - bbcnews.ge
პოლიტიკა

ნიკა მელია დააკავეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა. 

“რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არცერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე” – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა “tv პირველთან”. 

Back to top button