ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა - ავარია თელავში - bbcnews.ge

ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა – ავარია თელავში

29.05.2025

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლს მართავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი