საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა - სალომე ზურაბიშვილი - bbcnews.ge
პოლიტიკა

საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა – სალომე ზურაბიშვილი

“სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი გა­ი­ტა­ცა,“ – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მათი შე­ჩე­რე­ბის დროა.

„ტე­რო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რად იქცა: სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი გა­ი­ტა­ცა რამე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის გა­რე­შე. ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დაკ­ვე­თი­ლი ეს ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ იქნა “სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის” თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით! მათი შე­ჩე­რე­ბის დროა!” – წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ასე­ვე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს ეხე­ბა.

“ტე­რო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კი­დევ ერთი “ბოლ­შე­ვი­კუ­რი” ნა­ბი­ჯი: ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ “ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე”… და იძი­ებს მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს, მაგ­რამ არც ერთ სა­ჯა­რო კო­რუფ­ცი­ულ სკან­დალს, რო­მელ­შიც მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი…“, – აცხა­დებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

Back to top button