
რკინიგზის ხიდთან ახლოს, ჩემოდანში მოთავსებული ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციის ვარაუდით, ჩემოდანი მოძრავი მატარებლიდან გადმოაგდეს. პოლიციამ ჩემოდანში მხოლოდ უსიცოცხლო სხეული იპოვა, რაც მსხვერპლის იდენტიფიცირებას ართულებდა.
თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ცხედარი შესაძლოა 10 წლის გოგონას ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, სულ მცირე 18 წლის გოგოს ეკუთვნოდეს.
პოლიციის უფროსმა განაცხადა: „ამჟამად, საქმეს ვიძიებთ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ჩემოდანი რკინიგზის ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, მოძრავი მატარებლიდან, მოისროლა“.
„როგორც ჩანს, პირი 18 წლის ან მეტი ასაკისაა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ მისი ვინაობა. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს გვაქვს. როგორც ჩანს, ინციდენტი სხვაგან მოხდა და ჩემოდანი მოძრავი მატარებლიდან გადმოაგდეს. გამოძიებას ვაგრძელებთ“,- დასძინა პოლიციელმა