იურისტის დიპლომი, სამუშაო გამოცდილება და შთამბეჭდავი ქონება - რა არის ცნობილი შსს-ს ახალ მინისტრზე? - bbcnews.ge
პოლიტიკა

იურისტის დიპლომი, სამუშაო გამოცდილება და შთამბეჭდავი ქონება – რა არის ცნობილი შსს-ს ახალ მინისტრზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­თა­ვე­ში ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ვი­და – გელა გე­ლა­ძე. მან ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი შეც­ვლა.

გელა გე­ლა­ძე 1982 წლის 18 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და.

  • გა­ნათ­ლე­ბა:

1999-2004 წლებ­ში სწავ­ლობ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, არის, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის მა­გის­ტრი.

  • სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

გელა გე­ლა­ძეს სხვა­დას­ხვა დროს ეკა­ვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სფე­რო­ში.

მისი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა 1999 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სტა­ჟი­რე­ბით და­ი­წყო. ეს იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კა­რი­ე­რის­კენ, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მო­ი­ცავ­და მუ­შა­ო­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, მათ შო­რის გა­მომ­ძი­ებ­ლად და სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­დაც.

2010-2012 წლებ­ში, ის უკვე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ვი­და, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზი­დან ჩანს, რომ გე­ლა­ძე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მთავ­რო­ბა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და.

მცი­რე ხნით კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 2012-2016 წლებ­ში, იგი სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­და.

2016-2018 წლებ­ში კვლავ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დაბ­რუნ­და, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

2018 წელს კი, კვლავ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­აგ­რძე­ლა მოღ­ვა­წე­ო­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის რან­გში, ხოლო 2023 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და. 2024 წელს და­ი­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ. 2025 წლის 5 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე კი სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და.

კითხვის გაგრძელება

Back to top button