"ლამის გული გამისკდა, ინტერნეტში ბანერები რომ ვნახე - "გიორგი გოჩოლეიშვილის ოჯახს მხნეობას ვუსურვებთო!" ანასთან ლაპარაკიც მიჭირდა, ტირილს ვიწყებდი" - რას ჰყვება "გოჩოლას" დედა რთულ პერიოდზე - bbcnews.ge
საზოგადოება

“ლამის გული გამისკდა, ინტერნეტში ბანერები რომ ვნახე – “გიორგი გოჩოლეიშვილის ოჯახს მხნეობას ვუსურვებთო!” ანასთან ლაპარაკიც მიჭირდა, ტირილს ვიწყებდი” – რას ჰყვება “გოჩოლას” დედა რთულ პერიოდზე

“სანდრომ ლეიკემია დაამარცხა. ოპერაციისთვის საჭირო მასალა დანიელი ფეხბურთელის ერთ-ერთ ქომაგს ჩაუბარებია, ის იყო დონორი… სანდრო ძალიან მხიარული გახდა, სულ იცინის, კოცნის გამოგზავნა ისწავლა და ყველას გვაგიჟებს. გიორგი საოცარი მამაა”.

“მამარდაშვილი ამბობს, ბავშვებზე რამე თუ გაინტერესებთ, “გოჩოლას” ჰკითხეთო”.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი გოჩოლეიშვილის ცხოვრებაში შვილის ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეული რთული პერიოდი დასრულდა და ახლა მის კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც სასიხარულო ამბები ხდება. სანდრო განიკურნა და თავს კარგად გრძნობს, დანიური “კოპენჰაგენი”, გუნდი, რომლის ღირსებასაც გიორგი იცავს, ქვეყნის ჩემპიონი გახდა..

ხათუნა კვერნაძე, გიორგი გოჩოლეიშვილის დედა:

– დიდი ნერვიულობის შემდეგ სასიხარულო ამბები გვაქვს და ყველანი უზომოდ ბედნიერები ვართ. ჩვენი სანდრო თავს კარგად გრძნობს, ექიმებმა დანიშნული მედიკამენტებიც კი მოუხსნეს.

– სანდროს ავადმყოფობის შესახებ, როგორ გაიგეთ?

– სანდრო 1 წლის არის. თვეების იყო, როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ გავიგეთ. გიორგის მეუღლე და ბავშვი თბილისში იყვნენ, სანდროს ტემპერატურა აეწია, რაც თავდაპირველად კბილების ამოსვლას დაუკავშირეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა საეჭვოდ გახანგრძლივდა. გაჩნდა ეჭვი, რომ კბილების ბრალი არ იყო. ჩატარებული კვლევებით ლეიკემია დადასტურდა. გიორგი ჩამოვიდა, მეუღლე და ბავშვი დანიაში წაიყვანა და საუკეთესო ექიმებთან, ძალიან მაღალი დონის კლინიკაში მიიყვანა. იქ უთხრეს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა იყო საჭირო, დონორის ძიება დაიწყეს. გიორგის თანაგუნდელები, იქაური გულშემატკივრები მხარში ედგნენ, ამხნევებდნენ. ამის დასტურად, ერთ-ერთი თამაშის დროს ტრიბუნებიდან ბანერი გადმოკიდეს, რომ ყველანი გიორგის გვერდით იდგნენ. მას თანაგუნდელები, მწვრთნელი ძალიან უყვარს. სანდროს პრობლემები რომ ჰქონდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი საავადმყოფოში ბავშვის სანახავადაც კი მისულა.

კითხვის გაგრძელება

Back to top button