ახალი ბრძანება, რომელიც 4 ივნისიდან ამოქმედდება - დეტალები - bbcnews.ge
საზოგადოება

ახალი ბრძანება, რომელიც 4 ივნისიდან ამოქმედდება – დეტალები

საქართველოს მოქალაქის პირადობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება.

შეიცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი. ამის შესახებ მინისტრის 10 მარტის ბრძანებაშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ბრძანება ამოქმედდება 2025 წლის 4 ივნისიდან. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ძველ მოწმობებს, ისინი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

ამასთან, ბრძანების თანახმად, მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.

Back to top button