
ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა.
არ წყდება სამძიმრის წერილები, ემოციური პოსტები და გამოსათხოვარი ჩანაწერები. მეგობრები, ოჯახის წევრები ნიკო ფალიანის სიკეთეზე, სიყვარულსა და შრომისმოყვარეობაზე წერენ. დასტირიან მთის შვილს, მწვარვალების დამპყრობელს…
„ნიკო! უშბის სიძლიერესთან ერთად პატარა და ახლა უკვე დიდი ზურიკოს ,,ლიმხეღვაჟ” გამოსცადე? წამში რომ დააბრძენე თმაქოჩორა ბიჭი, დიდაბ გუშგვეი ჯგრააგს, რომ არ დაიბნა და მობილიზების უნარი მისცა, თავზარდაცემული არ დაიბნა, მამიდა ლადაღ ზურიკო ისგუ ლიმაარს. იმის ფიქრში რომ ქარბუქს არ მოეტაცნა უკვე მარადისობაში გადასული შენი თავი მისთვის. მადლობა ზურიკო მამიდა ლადაღ სი რომ უშბასთან ბრძოლაში ,,გაიმარჯვე”. და სამარადჟამოდ არ დაუთმე იმ დიდებულ ორთავიანს ჩვენი მუდამ მომღიმარი ,,მეჩიილყვიელ” ნიკო. ცუდი უსაშველოდ გაუსაძლისი დღე დგება ჩვენს გვარში, ალბათ მთელ სვანეთში და საქართველოში.
ნიკო გენაცვალე მე რა გითხრა შენ შენი თავი შენვე ჩაწერე ოქროს ასოებით ,,სვანეთის სულთა მატიანეში”. მაჯრებელუ ლი გუშგვეი ხოშა ჯგრააგი ლჯგირ გიმ არ გემშვიდობები. მენანები. მიხაროდა როცა მირეკაცდი ,,მამიდა ხვაზზი”ხოჩა ლადაღუ ჯაარ.
ჩაგიხუტებენ შენი უკეთილშობილესი დედე ი ბაბა. შენი ბაბა ზურაბ ბიძია, სიკეთით სავსე გვარის სოფლის მარჯვენა ხელი. მიუხვალ იმას, მთის სიყვარულიც ხომ იმან გასწავლა,შრომას შეგაჩვია, ერთს ვეტყვი მხოლოდ ,,ჟი იმღადო აჯნთხილე”? როცა ზაფხულში კარვიდან გამოსულ პირტიტველა ბიჭს თვალჭინ ეს დიებული წარმოგიდგებოდა… გეძახდა? ,,აბა მოდი””! და შენც მიხვედი მამიდა ლადაღ სი“,- წერს ფალიანის მამიდა დალი ფალიანი.