
ხელვაჩაურის 1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
“მძიმე გულით ვუერთდებით ამ დიდ ტკივილს ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გოგი ლეონიძე, ტრაგიკულად და უეცრად გამოეთხოვა სიცოცხლეს. ეს არის დიდი ტკივილი მთელი ჩვენი სკოლის საზოგადოებისთვის – მეგობრებისთვის, მასწავლებლებისთვის, თანაკლასელებისა და ყველასთვის, ვინც გოგის იცნობდა.
ჩვენ, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ უდროო და უმძიმესი დანაკლისის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ გოგის ოჯახს – მის მშობელ დედას, სამწუხაროდ მამა გარდაცვლილია, მაგრამ მგონი ბედნიერი წავიდა რომ შვილის სიკვდილს არ მოესწრო, ძმას ,ახლობლებსა და მეგობრებს.
ძნელია სიტყვებით გამოხატო ის ტკივილი, რასაც ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა ტოვებს. იმ შემთხვევაში, როცა მას წინ მთელი ცხოვრება ელოდა.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა ამ განსაცდელში.ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები”,-ნათქვამია წერილში.
ბათუმში, მოკლული 28 წლის ახალგაზრდა გოგი ლეონიძეა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.