
უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში გამართული მასშტაბური ქორწილი მედიაში აქტიურად განიხილება. მარინე ავაკიანისა და რომან ბადალიანის მდიდრულ წვეულებას წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ქორწილი უწოდეს. რომან ბადალიანი ქვეყნის უდიდესი ტოტალიზატორის, Vivaro-ს მფლობელის, ვიგენ ბადალიანის ძმისშვილია.


წვეულებისთვის ახალდაქორწინებულებმა ერევანში მთავარი საკონცერტო დარბაზი – კარენ დემირჩიანის სპორტული კომპლექსი დაჯავშნეს. იქ სტუმრებისათვის არაერთი საცეკვაო ნომერი შესრულდა. წვეულებაში ცნობილი მუსიკალური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. შემსრულებლებს შორის ვალერი მელაძე და ტატა სიმონიანიც იყვნენ. საღამო კი გარიკ მარტიროსიანმა და ნაზენი ოგანესიანმა წაიყვანეს.