სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია - bbcnews.ge

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

24.05.2025

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია – ქართველი ფინალში თურქ ენვერ ილდირიმს დაუპირისპირდა და 15:8 დაამარცხა.

ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დან ჩაერთო. მან იტალიელ, რუმინელ და ჩინელ მეტოქეებს სძლია და სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კორეელი სპორტსმენს 15:13 სძლია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი