მეცნიერები დედამიწაზე ელექტროენერგიისა და კავშირის სისტემების ფართომასშტაბიანი გათიშვის რისკის თაობაზე გვაფრთხილებენ - რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი? - bbcnews.ge
მსოფლიო

მეცნიერები დედამიწაზე ელექტროენერგიისა და კავშირის სისტემების ფართომასშტაბიანი გათიშვის რისკის თაობაზე გვაფრთხილებენ – რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?

მეც­ნი­ე­რე­ბი, მზე­ზე მომ­ხდა­რი მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის გამო, დე­და­მი­წა­ზე შე­საძ­ლოა მას­შტა­ბუ­რი ბლე­ქა­უ­ტის – ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და კავ­ში­რის სის­ტე­მე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­თიშ­ვის რის­კის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ.

“ექ­სპერ­ტებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძლი­ე­რი მზის აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა კოს­მო­სურ­მა, რა­დი­ა­ცი­უ­ლი შტორმ­მა, რო­დე­საც ის დე­და­მი­წა­ზე მო­აღ­წევს” – წერს გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Bild -ი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 14 მა­ისს მომ­ხდარ­მა ერთ-ერ­თმა აფეთ­ქე­ბამ ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბა, ასე­ვე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა გა­მო­იწ­ვია.

  • რის­კე­ბი და შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი

NASA და სხვა სა­ა­გენ­ტო­ე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი მზის რა­დი­ა­ცი­ის ამოფრქვე­ვე­ბი. ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­როა მზის შტორ­მე­ბის­თვის მზა­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც მი­წისძვრე­ბის, ქა­რიშ­ხლე­ბი­სა და კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის­თვის

მეც­ნი­ე­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ სას­წრა­ფოდ შე­ი­მუ­შა­ონ ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი ასე­თი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­გან დაც­ვის­თვის და გა­ა­ფარ­თო­ონ მზის აქ­ტი­ვო­ბის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა.

მზის შტორ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს:

რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის დარ­ღვე­ვა;

ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა;

სა­ტე­ლი­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა;

ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა

Back to top button