„საუკეთესო მეგობარს 5 ტყვია ესროლა...პოლიციამ ცხედარს 4  თვის შემდეგ მიაგნო..." - bbcnews.ge
მსოფლიო

„საუკეთესო მეგობარს 5 ტყვია ესროლა…პოლიციამ ცხედარს 4  თვის შემდეგ მიაგნო…”

46 წლის კლაუდია ბრანსონის მიერ ჩადენილმა სასტიკმა მკვლელობამ მსოფლიო შეძრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კლაუდიამ მეგობარი, დელია ჯონსონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კლაუდიამ მას  5 ტყვია  ესროლა.

„ეს ყველაფერი განსაკუთრებით საზარელია… იმ დროს, ჯონსონი და კლაუდია საერთო მეგობრის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ “,- განაცხადა საქმის პროკურორმა. 

პოლიციამ ჯონსონის ცხედარს 4  თვის შემდეგ მიაგნო.  კლაუდია ისე იქცეოდა, რომ თავიდან ეჭვი ვერავინ აიღო. 

მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

Back to top button