⚠️ დადასტურდა – რატომ ვერ გახდება კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი? - bbcnews.ge
სპორტი

⚠️ დადასტურდა – რატომ ვერ გახდება კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი?

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება: სერია A-მ გადაწყვეტილება მიიღო

„ნაპოლი“ თუ იტალიის ჩემპიონი გახდება, ოქროს მედალს ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს.

Lega Serie A იტალიის ჩემპიონად აღიარებს მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონობის მოპოვების მომენტში ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში ირიცხებიან. ვინაიდან, კვარა კარგა ხანია, პსჟ-შია და „ნაპოლიში“ აღარ ირიცხება, ის იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება. ინფორმაციას Cronache di spogliatoio ავრცელებს, რომელიც ძალიან სანდო გამოცემაა.

ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ ქართველ ფეხბურთელს: მაგალითად, იანვარში „ნაპოლიმ“ იჯარით მაიკლ ფოლორუნშო „ფიორენტინაში“, ალესიო ძერბინი „ვენეციაში“ და ელია კაპრილე „კალიარიში“ გაუშვა – ოქროს მედლებს ვერც ისინი მიიღებენ.

ჩემპიონი თუ „ინტერი“ გახდება, იტალიის ჩემპიონის ტიტული არ ერგებათ ტეჯონ ბიუქენენს, იონუც რადუს და ტომას პალასიოსს, რომლებიც „ინტერში“ სეზონის პირველ წრეში ირიცხებოდნენ, მაგრამ იანვარში გუნდი დატოვეს

Back to top button