ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს - bbcnews.ge

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

23.05.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.

პუტინის თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ახორციელებენ.

„მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრების გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ამ ამოცანას უმკლავდებიან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზე. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ რეგიონებში უნდა აღდგეს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

რეკლამა
რეკლამის ადგილი