"მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში... არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას" - ნიკა მელია - bbcnews.ge
პოლიტიკა

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში… არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე არ მივა. 

“ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი – ადვოკატი. არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას – ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს,” – განაცხადა ნიკა მელიამ “TV პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან

Back to top button