"ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ... 2012 წელს ისევ გადავიკვეთეთ და დავქორწინდით" - რა არის ცნობილი ზურაბ ჯაფარიძის პირად ცხოვრებაზე - bbcnews.ge
საზოგადოება

“ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ… 2012 წელს ისევ გადავიკვეთეთ და დავქორწინდით” – რა არის ცნობილი ზურაბ ჯაფარიძის პირად ცხოვრებაზე

სულ რა­ღაც ერთი სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” წევ­რის, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის­თვის მა­ნამ­დე შე­ფარ­დე­ბუ­ლი 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ მი­ი­ღო, რი­თაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. ჯა­ფა­რი­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს, ხოლო მისი საქ­მის გან­ხილ­ვა არ­სე­ბით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­სა და წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე არ გა­მო­ცხად­და აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე, რის შემ­დე­გაც იგი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან და­ი­ბა­რეს და ბრალ­დე­ბაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. მა­ნამ­დე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლი, რომ­ლი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, გუ­ლის­ხმობს “სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას” და ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლის სა­ხით ჯა­რი­მას ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ერთ წლამ­დე ვა­დით, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას სამ წლამ­დე ვა­დით.

და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, პო­ლი­ტი­კოს­მა “ნეტ­გა­ზეთ­თან” ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, თუ რო­გორ მი­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დო და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი მის­მა ოჯახ­მა:

“შვი­ლებს დი­ლას ვე­ლა­პა­რა­კე უკვე და და­ვემ­შვი­დო­ბე… ოჯახ­ში მძი­მედ მი­ი­ღეს [სა­ვა­რა­უ­დო და­კა­ვე­ბა]. მე­უღ­ლე გამ­ძლე მყავს, პა­ტა­რას გა­უ­ჭირ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. 7 წლი­საა და რა­ღა­ცე­ბის ახ­სნა რთუ­ლია. არას­დროს ვა­ტყუ­ებ, ვე­ცა­დე ამეხ­სნა, მაგ­რამ მა­ინც არ ეს­მის, ჯერ­ჯე­რო­ბით რა ხდე­ბა მის თავს… აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც დღეს აქ მო­ვი­და, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი…” გაგრძელება

Back to top button