"ჯაფარა" 2012 წელს გავიცანი... ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, თავმდაბლობით, გულწრფელობით და კომპეტენციით" - რას წერს თინა ბოკუჩავა - bbcnews.ge
პოლიტიკა

“ჯაფარა” 2012 წელს გავიცანი… ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, თავმდაბლობით, გულწრფელობით და კომპეტენციით” – რას წერს თინა ბოკუჩავა

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” წევ­რს, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ მი­ი­ღო და ამით პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

  • ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­დეს.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა:

“ჯა­ფა­რა” 2012 წელს გა­ვი­ცა­ნი… მა­შინ ორი­ვე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პარ­ტი­უ­ლი სიით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი გავ­ხდით.

ალ­ბათ ორი­ვეს გვჯე­რო­და რუსი ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ მო­ი­გებ­და არ­ჩევ­ნებს და მე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვა­პი­რებ­დი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ზურა კი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მებ­ზე იზ­რუ­ნებ­და.

ჰოდა აღ­მოვ­ჩნდით ოპო­ზი­ცი­ა­ში და დღემ­დე აქ ვართ. ყო­ველ­თვის ყვე­ლას­გან გან­სხვავ­დე­ბო­და, თავ­მდაბ­ლო­ბით, გულ­წრფე­ლო­ბით და კომ­პე­ტენ­ცი­ით. არა და სა­მი­ვე რო­გორ აკ­ლია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას

ზუს­ტად ვიცი, არაფ­რის ეში­ნია და ცი­ხი­და­ნაც ერ­თა­დერ­თს იტყვის – რა­საც გა­რეთ ამ­ბობს, გა­ერ­თი­ან­დით ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად.

და იქ­ნებ ახლა მა­ინც და­ფიქ­რდნენ სხვე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ში, რომ ერ­თი­ა­ნო­ბაა გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა.თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზუ­რას!თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას!თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა პო­ლიტ პა­ტი­მარს!” – წერს თინა ბო­კუ­ჩა­ვა

Back to top button