
“რა ბაზარია“– ასე ჰქვია რუსკა მაყაშვილის ახალ გადაცემას, რომელიც “იუთუბარხზე” გადის და რომელმაც ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძეს უმასპინძლა. როგორც ირკვევა, ის ახლახან ჩამოვიდა ცოტა ხნით მილანიდან.
ალექსანდრა გულახდილ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების ახალ ეტაპზე, იტალიურ გატაცებაზე, შვილებთან ურთიერთობასა და პირად შეხედულებებზე საუბრობს. ის ლაპარაკობს პერიოდზე, როდესაც გადაწყვიტა, დრო საკუთარი თავისთვის დაეთმო. ასევე გაიხსენა ბოლოდროინდელი ჭორი და გადაცემაში საბოლოოდ დაადასტურა, რომ დათო კოდუას შეურიგდა
“შვილები მომენატრა და ჩამოვედი დავხედე და მივდივარ. იქამდე ცხოვრებაში ისეთი ფაზა მქონდა, რომ თავი დამანებეთ ყველამ, ახლა ჩემს თავს უნდა მივხედო-მეთქი. პირველად ვარ ცხოვრებაში უსაქმური და უმუშევარი. იტალიაში ყოფნისას ძირითადად ვვარჯიშობდი, ვსწავლობ იტალიურ ენას, ხანდახან ვშოპინგობდი. როგორი არასტაბილური ხასიათიც მაქვს, ისეთი ცხოვრება მაქვს… – ბოლოს რა ბოროტმა ჭორმა გამომიყვანა მდგომარეობიდან? – აი, ის ჭორი, რა დავაშავე, ან იმ ხალხმა რა დააშავა”, – ამბობს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილზე გავრცელებულ ჭორზე ალექსანდრა”.
მალე კადრში დავით კოდუა ჩნდება და ალექსანდრასთვის, დიდი, წითელი ვარდები შემოაქვს.
“მადლობა, დათუჩა”, – ეუბნება ალექსანდრა და აგრძელებს საუბარს:
“იცი, დათო რა რეიტინგულია, როდესაც “ინსტაგრამის” სთორიში” ჩემს ფოტოს ნახულობს 30 ათასი კაცი, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ნახულობს 120 ათასი კაცი. დღეს უკვე მესამედ მომართვა ყვავილები. დილას ვარჯიშიდან დაბრუნდა სახლში და მინდვრის ყვავილები მომიტანა, ის მირჩევნია, არ მიყვარს ბალზამირებული ვარდები. თან იმხელა ვარდებია, უნდა გადაჭრა და არაპრაქტიკულია”. გაგრძელება