
ვარკეთილში 5 ავტომანქანა დაიმტვრა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “მთავარს” თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, უცნობმა პირმა მიკროავტობუსი გაიტაცა და ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები დაამტვრია.