ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმა მოხდა – არიან დაშავებულები - bbcnews.ge
მსოფლიო

 ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმა მოხდა – არიან დაშავებულები

ფინეთის სამხრეთ ნაწილში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სამი მოსწავლე დაშავდა.

დაკავებულია ამავე სკოლის 16 წლის მოსწავლე, რომელიც ეჭვმიტანილია თავდასხმის განხორციელებაში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა გამოიყენა ბასრი იარაღი. დაშავებულები არიან 15 წლამდე გოგონები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ისინი იკვლევენ დაკავებული მოსწავლის ჩანაწერებს, რომელიც მან ინციდენტამდე გამოაქვეყნა, სადაც ის დაგეგმილ თავდასხმაზე საუბრობს.

ინციდენტი ქალაქ პირკალაში, ჰელსინკიდან დაახლოებით 180 კილომეტრში მოხდა

Back to top button