ამინდი მკვეთრად იცვლება - bbcnews.ge

ამინდი მკვეთრად იცვლება

20.05.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც ხანმოკლე წვიმა იქნება, ტემპერატურა კი 22 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ხვალ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.

რეკლამა
რეკლამის ადგილი