
14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მასში მყოფი 2 პირის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა. უტა ელიავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ახალგაზრდა ბიჭს, დღეს, უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
უტას მეუღლე, გვანცა გოროზია, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„სული მეწვის. უშენოდ მე არაფერი არ ვარ…“,- წერს გვანცა გოროზია.
ცნობისთვის, თბილისში, რამდენიმე დღის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. ავტომობილში სულ 4 ადამიანი იყო, აქედან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. ორის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.