76 წლის ალა პუგაჩოვა უფროსი ქალიშვილის კონცერტზე ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად - პრიმადონას სიარული უჭირს, თუმცა მშვენივრად გამოიყურება  - bbcnews.ge
შოუბიზნესი

76 წლის ალა პუგაჩოვა უფროსი ქალიშვილის კონცერტზე ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად – პრიმადონას სიარული უჭირს, თუმცა მშვენივრად გამოიყურება 

რუსული ესტრადის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავიდა ქმარ-შვილთან ერთად, ამჟამად კვიპროსში ცხოვრობს. სწორედ კვიპროსში დაიწყო მისი 53 წლის ქალიშვილის, მომღერალ კრისტინა ორბაკაიტეს ევროპული ტურნე. ალა 11 წლის ტყუპთან – გარისა და ლიზასთან ერთად დაესწრო. მართალია, 76 წლის პრიმადონას სიარული აშკარად უჭირს და ძალიან ნელა გადაადგილდება, თუმცა გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება.

რუსეთიდან წასვლის ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი პირველ ხანს ისრაელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კვიპროსში გადავიდნენ, თუმცა მათი გარემოცვის თქმით, ბოლო პერიოდია წყვილის შვილები, ლონდონში ცხოვრობენ და სწავლობენ. თავად პუგაჩოვა, როგორც წყაროები აკონკრეტებენ, კვიპროსში პრაქტიკულად მარტო ცხოვრობს, რადგან გალკინიც ხშირად იმყოფება გასტროლებზე. გაგრძელება

Back to top button