“მიზეზი თამაშის დროს მომხდარი შელაპარაკებაა, რომელშიც ბექას არც კი მიუღია მონაწილეობა!“ - ახალი დეტალები სასტიკად ნაცემ ბექა ონიანზე, რომელიც ხელოვნურ კომაში იმყოფება - bbcnews.ge
სამართალი

“მიზეზი თამაშის დროს მომხდარი შელაპარაკებაა, რომელშიც ბექას არც კი მიუღია მონაწილეობა!“ – ახალი დეტალები სასტიკად ნაცემ ბექა ონიანზე, რომელიც ხელოვნურ კომაში იმყოფება

“გუ­შინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბო­რო­ტე­ბა მოხ­და: ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს ბექა ონი­ანს, ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­სახ­დე­ლი­დან გა­მოს­ვლი­სას თავს და­ესხნენ, თავ­ში ჯერ ხე­ლით, ხოლო ძირს და­ვარ­დნის შემ­დეგ ორი ფე­ხით მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბა,“ – ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია “ტენე“ წერს, სა­დაც ბექა ონი­ა­ნი მუ­შა­ობ­და.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად მას თავ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვა, რის გა­მოც ექი­მებს მო­უ­წი­ათ მისი ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში გა­დაყ­ვა­ნა და თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი ტრე­პა­ნა­ცია.

“ბე­ქას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და იგი მე­ო­რე დღეა სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის!

მი­ზე­ზი თა­მა­შის დროს მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბაა, რო­მელ­შიც ბე­ქას არც კი მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა!

ზო­გა­დად ბექა სრუ­ლი­ად უკონ­ფლიქ­ტო და თა­ვა­ზი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, გა­მო­ირ­ჩე­ვა კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბით და დიპ­ლო­მა­ტი­ით. მისი მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტის გა­მოწ­ვე­ვა არა­ვის ახ­სოვს.

ონო არის ფეხ­ბურ­თე­ლი, მწვრთნე­ლი, მუ­სი­კო­სი და ჩვე­ნი მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი. იგი წერს მუ­სი­კას და სკო­ლებ­ში ატა­რებს ლექ­ცი­ებს გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე.

რა გა­მარ­თლე­ბაც არ უნდა მო­უ­ძებ­ნოს დამ­ნა­შა­ვემ, არა­ნორ­მა­ლუ­რია მის მი­მართ ასე­თი სი­სას­ტი­კის გა­მო­ჩე­ნა.

მის ოჯახ­თან სის­ტე­მა­ტურ კავ­შირ­ზე ვართ და მათ­თვის ამ ეტაპ­ზე უპირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხია ბე­ქას მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა… სხვა არა­ფერს ამ­ბო­ბენ ამ­ჟა­მად ისი­ნი.

ჩვე­ნი მხრი­დან, კი გე­ტყვით, რომ ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, რომ დამ­ნა­შა­ვე, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს.

არ მოხ­დეს რა­ი­მე სა­ხით მისი და­ნა­შა­უ­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მისი ოჯა­ხის შე­საძ­ლო გავ­ლე­ნე­ბი­სა.

ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი ბო­რო­ტე­ბა და არაფ­რისმთქმე­ლი ძა­ლა­დო­ბა.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ასე­თი საქ­ცი­ე­ლი და მი­თუ­მე­ტეს წაქ­ცე­უ­ლი კა­ცის­თვის წიხ­ლის ჩარ­ტყმა, არა ვაჟ­კა­ცო­ბად, არა­მედ დეგ­რა­და­ცი­ად და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბად შე­ფას­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

ახლა კი, ყვე­ლამ ერ­თად ვი­ლო­ცოთ ბე­ქას გა­დარ­ჩე­ნის­თვის…

და­ნარ­ჩენს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაც­ნო­ბებთ,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

  • შე­გახ­სე­ნებთ, შსს-მ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა.

“თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ტ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მა­ისს, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ო.-ზე, რის შე­დე­გად ბ.ო. წა­იქ­ცა და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.მომ­ხდა­რის შე­დე­გად ი.ტ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge

Back to top button