ძლიერი წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი

ძლიერი წყალდიდობის გამო არგენტინაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. სტიქიის გამო ბუენოს-აირესის ჩრდილოეთ პროვინციაში საფრთხის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.
მეტეოროლოგები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ და მოსახლეობა შორ მანძილზე მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.