ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი - bbcnews.ge

ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

17.05.2025

ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია ხუთივე ადამიანი, რომელიც ვერტმფრენების ბორტზე იმყოფებოდა.

შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ეურას მხარეში მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან ფინეთის ქალაქ კოკემაკისკენ მიფრინავდა. ბორტზე ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.

როგორც ფინური მედია თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, კატასტროფამდე ვერტმფრენები მანევრებს ასრულებდნენ. ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

რეკლამა
რეკლამის ადგილი