"იცით, ჩემმა შვილმა მათზე რა მითხრა?" - ნატალი პორტმანის გულწრფელი აღიარება - bbcnews.ge
მსოფლიოსპორტი

“იცით, ჩემმა შვილმა მათზე რა მითხრა?” – ნატალი პორტმანის გულწრფელი აღიარება

ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნო­ვარ­სკვლავმა ნატალი პორტმანმა Canal+-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილის დამსახურებით, პსჟ-ს დიდი გულშემატკივარი გახდა.

“მჯერა, პსჟ შეძლებს და ჩემპიონთ ლიგას მოიგებს! წელს მათზე უკეთესი გუნდი არ არსებობს. ყველაფერი, რაც ფეხბურთზე ვიცი, ჩემი შვილის დამსახურებაა, მან მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც პსჟ სუპერვარსკვლავებმა დატოვეს და გუნდში მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები მოვიდნენ, ბევრად გუნდური ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ვარ თუ არა პსჟ-ს ფანი? – რა თქმა უნდა”, – განაცხადა პორტმანმა.

შეგახსენებთ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ინტერს” დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

Back to top button