წალენჯიხის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს - bbcnews.ge
საზოგადოება

წალენჯიხის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

წალენჯიხის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

“⚫მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში ავტოსაგზაო  შემთხვევის შედეგად დაღუპული ზუგდიდელი ახალგაზრდების გამო  და
 ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს.

გარდაცვლილი სტუდენტები საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები, სოფელ რუხისა და ტყაიას მკვიდრები არიან.

მომხდარი ტრაგედიის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის

გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით 
დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება”,-ნათქვამია განცხადებაში. 

Back to top button