"აღარ გაჩერდებით თავხედო ხალხო? შეგრცხვეთ!" - საბავშო ბაღში დაღუპული ბავშვის ბებია მიმართვას ავრცელებს - bbcnews.ge
საზოგადოება

“აღარ გაჩერდებით თავხედო ხალხო? შეგრცხვეთ!” – საბავშო ბაღში დაღუპული ბავშვის ბებია მიმართვას ავრცელებს

5 მაისს, ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში” გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში რამდენიმე გაურკვეველი სააგენტო აქვეყნებს სტატიებს, თითქოს და ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა და თემით მანიპულირებს.

აღნიშნულ ფაქტს კი გარდაცვლილი ბავშვის ბებია გამოეხმაურა და კომენტარის სახით სააგენტოს პასუხი გასცა.

„აღარ გაჩერდებით თავხედო ხალხო? აღარ გეყოთ ამდენი ტყუილის წერა? მე არ ვიცი ჩემი პატარა რით დამეღუპა და თქვენ საიდან იცით, რომ აქვეყნებთ ამდენ უაზრო მესიჯებს. შეგრცხვეთ”, – წერს გარდაცვლილის ბებია.

Back to top button