
დღეს, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მისი მგზავრების ძებნისას, უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აითაჯ მამადოვას ეკუთვნის, რომელიც 45 დღის წინ გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის აითაჯ მამედოვა 1-ელი აპრილის ღამეს მტკვარში გადავარდა. უბედური შემთხვევა მშვიდობის ხიდთან მოხდა. მის ცხედარს მაშველები დიდხანს ეძებდნენ. ოჯახის ცნობით, აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, რის შემდეგაც”მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა.
ბიძის თქმით, პოლიციამ ოჯახს განუცხადა, რომ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ვარდება გოგო მდინარეში. აითაჯის ოჯახი აცხადებდა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში აითაჯ მამედოვას ბიძა, ბიძაშვილი და ორი მეზობელი მტკვარში კუსტარულად მოწყობილი ტივით ეძებდნენ გოგოს ცხედარს.
შსს-ის თანახმად, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს და სწორედ ამის შემდეგ დაწყებული ძებნის ფარგლებში იპოვეს ქალის ცხედარი.