
- ფოტოზე: გიორგი (გიგა) შამუგია და უტა ელიავა
მაშველები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მტკვარში ჩავარდნილ მანქანაში მყოფ ახალგაზრდებს და მთელი დღეა სამწუხაროდ მათ ვერ მიაგნეს. როგორც ცნობილია, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ისხდნენ “ფორდ ფუჟენის” მარკის ავტომობილში, როცა მათ მანქანას სხვა ავტომობილი დაეჯახა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდა.
- შემთხვევა წუხელ, ღამის 1 საათზე მოხდა და მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ამბობენ, მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა შეძლეს და ამ დრომდე ეძებენ სამ ახალგაზრდას. მათ შორის ორის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, ისინი ზუგდიდელი ბიჭები არიან გიგა შამუგია და უტა ელიავა.
მძიმეა ემოციური ფონია და ყველას უჭირს მომხდარზე საუბარი. როგორც შევიტყვეთ, ბიჭები სტუდენტები და მეგობრები არიან.
“ვინც გადაარჩინეს იმან თქვა, ნაპირისაკენ მოცურავდაო, მაგრამ ის მანქანა დაეჯახაო, რომელშიც ვისხედითო, დინებას მიჰქონდაო მანქანა და იმან გადაუარაო. მერე აღარ მინახავსო. იმედია, მართლა გაცურა და საქმე შეაფარა თავი. სასწაულს ველოდებით. მართლა საოცარი ბიჭები იყვნენ, უწესიერესი ბიჭები, მესამეზე არ მაქვს ინფორმაცია, ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, არ ვიცი მთელი დღეა ადგილს ვერ ვპოულობ, ძალიან განვიცდი.
იქნებ მოხდეს სასწაული. გიგა შამუგიას ვიცნობ, ჩვენი ნათესავის ძმისშვილია, ჩვენს თვალწინ გაზრდილი ბიჭი. ღმერთმა ქნას გადარჩეს და სასწაული მოხდეს. ამდენი ხნის შემდეგ სასწაული თუ გადაარჩენს მას. გიგა 23 წლის არის, სტუდენტი. როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად იჯდა იმ მანქანაში. ის ბიჭიც, რომელიც სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, ზუგდიდელია, გიგას კარგი მეგობარია. მას უთქვამს, დავინახე გიგაც ნაპირისკენ რომ მოცურავდა, მაგრამ მერე რა მოხდა არაფერი ვიციო…წაიკითხეთ სრულად